ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში, ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს ანგარიშით 3:2 სძლია.
ამასთან, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით გუნდურ შეჯიბრში დღეს საქართველოს ნაკრებმა იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონი მეცხრედ გახდა.
ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების ფინალური შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყო.
1tv.ge