საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, 43 წლის ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.
მცველის პოზიციაზე მოთამაშე სანიოლის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2000-2008 წლებში 58 მატჩი აქვს ჩატარებული.
მისი სამწვრთნელო კარიერა ასეთია:
2011-2013 _ საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი;
2013-2014 _ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი;
2014-2016 _ „ბორდოს“ მწვრთნელი’
2017 -2021_ მიუნხენის „ბაიერნი“ (მწვრთნელის ასისტენტი.)
საფეხბურთო კარიერა:
1995-1997 _ „სენტ ეტიენი“ (46 თამაში, 1 გოლი);
1997-2000 _ „მონაკო“ (71 თამაში);
2000-2009 _ მიუნხენის „ბაიერნი“ (184 თამაში, 7 გოლი)
მოპოვებული ტიტულები : მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006); კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003); საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი (1997); საფრანგეთის ჩემპიონი (2000);
უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001); საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი (2001); გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008); გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008); გერმანიის ლიგის თასი (2001).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფრანგ სპეციალისტს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც კიდევ 2 წლით შეიძლება გახანგრძლივდეს.
სანიოლის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება, როცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება.