საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოსოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოსოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მოგებული აქვს.
“ეს ვიზიტი არის მცდელობა, რომ რუსეთმა მოახდინოს ისტორიული უსამართლობისლეგიტიმაცია, თუმცა, ეს სრულიად წაგებული ომია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ძალიან მტკიცეა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლასაქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს. როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ქმედებებზე,ეს მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციის იმიჯს. რაც შეეხებაოკუპაციის თემატიკას და ფარული ანექსიის მცდელობებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამბრძოლასაც საქართველო მოიგებს და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, _ განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.