ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ.
ისინი პარლამენტთან კარვის დადგმას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს და განუმარტეს, რომ პარლამენტთან დაგეგმილია ღონისძიება კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.
დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ სამართალდამცველების მოწოდებას დაემორჩილონ.