საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბს ეძებენ.
ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ მაუწყებლის ცხელ ხაზზე შევიდა.
საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.