18 – 20 მარტს თბილისში სპორტის სასახლეში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, ოცდასამწლამდელთა შორის, საქართველოს პირველობა გაიმართა.
55 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ოზურგეთელმა მოჭიდავემ გიორგი თოხაძემ.
გიორგი თოხაძე არაერთი ჩემპიონატის ჩემპიონია. 2018 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორგი თოხაძის მწვრთნელები არიან: ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანები.