საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს.
დაგეგმილია ასევე, სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც.