სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა“, – აცხადებენ პრესსამსახურში.