საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ფილიალმა ორი ერთეული სამანევრო ლოკომოტივის კაპიტალური შეკეთება განახორციელა.
ლოკომოტივებს ყველა ის ძირითადი კვანძი და დეტალი შეეცვალათ, რაც წევის ძალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მოდერნიზების თვალსაზრისით კი, თბომავლებს ისეთი თანამედროვე სისტემები დაუმონტაჟდათ, რაც ლოკომოტივების მუშაობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის. მათ შორისაა:
- „HEINZMANN“-ის დიზელ-გენერატორის მიკროპროცესორული მართვის სისტემა, რომელიც ცილინდრების მუშაობას არეგულირებს და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს
- თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია და ელექტრული სიჩქარმზომი, მონაცემების მეხსიერების ბარათზე ჩაწერის ფუნქციით
- საწვავის ხარჯის და დიზელის პარამეტრების კონტროლის სისტემა
- თანამედროვე ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა
(R)