დღეს, 9 აპრილს, მოსკოვში საქართველოს ჰიმნით დასრულდა 96 კილოში ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში _ ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ სამიდან სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მან ატაცში 180 კილო დაიმორჩილა, აკვრაში 213 და ჯამში 393 კილოს მოუყარათავი. ანტონს ევროპის რეკორდის დამყარების შანსიც ჰქონდა, თუმცა ბოლო ცდაზე 221 კილოს აწევა ვეღარ მოახერხა.
ჩვენს ნაკრებს ჯამში 9 მედალი (4 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) დაუგროვდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილს იკავებს.
მოსკოვის ფიცარნაგზე კიდევ 4 ქართველი გამოვა: 10 აპრილი 11:53 სთ 102 კგ. – ირაკლი ჩხეიძე. 10 აპრილი 20:53 სთ 87 კგ. – ანასტასია გოტფრიდი 11 აპრილი 16:53 სთ +109 კგ. ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე.