“ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!” _ დღეს ჩვენ გიამბობთ ერთი სურებელი ქალის ისტორიას, რომელმაც 12 შვილი გაუჩინა საქართველოს.
მშრომელს, სამართლიანსა და გულმოწყალეს, სიცოცხლეში “სოფლის დედა” შეარქვეს, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, სწორედ მას, მთელი სიმძიმით დაატყდა თავს რუსული საბჭოთა ოკუპაციის გამაოგნებელი სისასტიკე _ მისი “დანაშაული” კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა “რკინის” მინისტრის _ ნოე რამიშვილის და იყო.
გადაცემა მომზადებულია Post-ალიონისა და მედია სახლ “გურია ნიუსის” პროექტის _
“ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!” ფარგლებში,
რომლის მხარდამჭერია საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და
ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს