ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 12:6 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შედეგად ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა, რადგან მატჩში გამარჯვებულმა მე-9-10 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.
მომდვნო მატჩს ჩვენი ნაკრები 24 იანვარს გამართავს, რომელშიც საქართველოს ნაკრები გერმანია-რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.