4 და 5 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ოზურგეთში მდებარე გურიის რეგიონულ ოფისში, რეგიონში მცხოვრები პედაგოგებისთვის უფასო სემინარებს ჩაატარებს სწავლების G-PriEd-ული მოდელის გაცნობის მიზნით.
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზისო საფეხურის (VII კლასიდან და ზევით) ქართული ენის, ისტორიისა და ასევე სხვა მიმართულების პედაგოგებს, ვისაც აღნიშნული მოდელის სემინარები აინტერესებთ.
სემინარს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესიული განვითარების ცენტრის UG-PriEd-ის ტრენერ-კონსულტანტები გაუძღვებიან.
სემინარის მიზანია პედაგოგებისთვის სწავლების ინოვაციული მეთოდების გაზიარება,
წიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის სწავლების ოპტიმალური მოდელით „პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა“.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულებს:
4 მაისის სემინარი: https://bit.ly/2ITRyRU
5 მაისის სემინარი: https://bit.ly/2ITLNn4
გთხოვთ გაითვალისწინეთ _ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართელოს უნივერსიტეტის გურიის რეგიონულმა ოფისმა შეიცვალა ადგილმდეობარეობა. ახალი მისამართია: ქ.ოზურგეთი, ჭავჭავაძის N12
(R)