გასულ 24 საათში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში – 2 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.