„საქართველოში 30 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საბჭოთა კავშირი. რუსმა ოლიგარქმა იმისათვის, რომ კარგად გააყალბოს არჩევნები მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, არ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები, შეუძლებელი გახადა უცხოეთში წასვლა-წამოსვლა და საქართველოს ადგილას გამოაცხადა დახურული რეზერვაცია“,_ აღნიშნული განცხადება პარტია ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების აღკვეთისა და დისკრიმინაციის ნორმების გაუქმების მოთხოვნით ლეიბორისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.






























































