გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი უარესდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 24 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.