საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.