გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401, გარდაიცვალა 178 პაციენტი.