ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლამდე ქალი ბათუმიდან, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
საქართველოში სულ კორონავირუსით 21 ადამიანია გარდაცვლილი.