მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 396 ადამიანს დაუდასტურდა, 469 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, 261 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3425 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.