საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა, რის შედეგადაც, დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში – 162 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45 ადამიანია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ის 5 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში დაახლოებით ერთი კვირით იყვნენ. თბილისში ჩამოვიდნენ პირველ მარტს. არც ერთ მათგანს ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდა რაიმე სიმპტომატიკა ან ტემპერატურა, ამიტომ ისინი წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში.
თუცმა, ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში და რამდენიმე დღე ერთად გაატარეს, იმ მამაკაცს გუშინ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, ეს ხუთი ადამიანი, როგორც კონტაქტურები, გამოიკვლიეს მათი ცხვირ-ხახიდან აღებული მასალა და მათაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის ინფექცია. ახლა ამ ხუთი პირიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.3 და მსუბუქი ყელის ტკივილი, ხოლო დანარჩენებს ჩივილები არ აქვთ.