საქართველოში კორონავირუსი კიდევ შვიდ ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ stopcov.ge აქვეყნებს.
კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.