stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054 შეადგენს. 17 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.