საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი.