საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„გუშინ გვქონდა 233 შემთხვევა, დაემატა 19 და ახლა გვაქვს 252, რომელთაგან 60 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. გამოჯანმრთელებულებიდან 42-ია ჩვენი პაციენტი, რაც ნიშნავს, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე ჩვენს კოვიდ ცენტრებში“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
აღნიშნული შემთხვევების გარდა, ქვეყანაში კიდევ 3 მოქალაქე მკურნალობს კორონავირუსზე. მათ კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდათ.