საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 295. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7093-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714, გარდაცვლილი – 43 ადამიანია.