საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1-ით გაიზარდა და როგორც stopcov.ge-ზე ვრცელდება ინფორმაცია, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დადასტურებული.
აღნიშნული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 18.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.