ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ tv1-ის ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა.
ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსის მქონე პაციენტებიდან 2 ირანში, დანარჩენები იტალიაში დაინფიცირდა, ხოლო ბოლო 2 პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად.
ცერცვაძემ მედიასთან თქვა, რომ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება, რაც დადასტურებული შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
„ვინაიდან, ბოლო დღეებში იმატა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, ასევე ამ დადასტურებულ შემთხვევებს ყავთ ბევრი კონტაქტები, რომლებიც გამოსაკვლევად მოდიან საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა“, – თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.