საქართველოში კორონავირუსის სულ 800 შემთხვევა დასტურდება. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 640, ხოლო გარდაცვლილი – 13 ადამიანია.
StopCov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 2424, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 304 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.