საქართველოში კორონავირუსისგან 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5 094 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 547 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, 4 მათგანი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.