საქართველოში კორნავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ქვეყანაში ჯერჯერობით ვირუსის ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა. ამის შესახევ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„ჯერჯერობით ახალი შემთხვევების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ქვეყანაში რჩება 266 დადასტურებული შემთხვევა. კიდევ ერთი პაციენტი კი გამჯანმრთელდა და სულ 68 პაციენტია გამოჯანმრთელებული“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.