საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ქვეყანაში სულ 393 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსგან.
გამოვლინდა ინფიცირების 671 შემთხვევა, 12 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს.