კორონავირუსის მქონე ადამიანებიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამის შესახებ განცხადება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
ცერცვაძის ინფორმაციით, ერთს ორმხრივი ფილტვების ანთება დადასტურებული აქვს. ანალოგიურ მდგომარეობაშია, სავარაუდოდ, მეორე პაციენტიც.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51 ადამიანია.