საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ინფიცირებულებიდან 3 მედიკოსია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან, ორი შემთხვევის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ქვეყანაში კორონავირუსი სულ 818 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, 686 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა.