საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში სულ კორონავირუსი 671 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 276 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 404.