საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 511-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 156-ია, გარდაცვლილი – 6. აღნიშნული მონაცემები StopCov.ge-ზე ვრცელდება.
ამავე გვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 5085 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.