ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 80% გამოჯანმრთელებულია,_ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ქვეყანაში სულ კორონავირუსის 800 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 640, გარდაცვილი- 13.