საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6596, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 327 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.