საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, 25-ე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4140-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1643 ადამიანია, 25 კი გარდაცვლილი.