დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის წინააღმდეგ ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება. სახელმწიფო ყოველდღიურად პირველი თებერვლის ჩათვლით, 24 ათასამდე ტესტს გააკეთებს.
პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ.
ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმი პაციენტის მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას დაუნიშნავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.