ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კვირის ბოლომდე „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.
გაბუნიას თქმით, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის.
მისი თქმით, 65 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება.
„აპრილის ბოლოსკენ ველოდებით დამატებით დოზებსაც, რაც ასევე განსაზღვრულია „კოვაქსის“ პლატფორმით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.