გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა.
სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს მამაკაცებში ისეთი უნარების და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამაბად და პარტნიორებად აქცევს.
„მამების სკოლის“ პროგრამა მამაკაცებს ასევე დაეხმარება, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ, ასევე, იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალურად თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
„მამების სკოლა“ რვა ძირითად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:
როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო; როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს; როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა; როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები; როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან; როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში; რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.