პირველად, მინიმუმ ქართული ფეისბუქის ისტორიაში, ხვალ 21:30 წუთზე ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი და ჯგუფი ნიუტონი კონცერტს ფეისბუქის Live-ში დაუკრავენ.
როგორც ისინი ამბობენ, ეს არის საჩუქარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც კარანტინშია, თვითიზოლაციაში, ვინც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის რომ ჩვენ, მთელი ქვეყანა ვიყოთ კარგად.
იდეა ამ ყველაფრის Sali Shubitidze-ს ეკუთვნის, იგივე სალიენს.
15 მარტს, 21:30 წუთზე მსურველებს კონცერტის მოსმენა არტიდეპრესანტის გვერდზე შეეძლებათ.