საქართველოში, კერძოდ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, ვეტერინარები, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდნენ ადგილზე და ვითარებას სწავლობენ.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.