თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე პატიმრობაში დატოვა.
“საქართველოში სამართალი არის ბერა! სასამართლომ ზაზა ხატიაშვილის თავდებობა არ გაითვალისწინა. ჩემი შვილი პატიმრობაში დატოვა!” _ წერს ელისო კილაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დავით ხარშილაძე 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, დამზადება, გადაგზავნასა და გასაღებისთვის აქვს წაყენებული. ხარშილაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი დაკავების დროს პოლიციელებმა ჩაუდეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის პროკურატურამ უკვე შეწყიტა გამოძიება იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც ხარშილაძემ ძალადობაში დაადანაშაულა.