დღეს საქათველოში საყოველთაო კარანტი ამოქმედდა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეებითვის ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი – 144, რომელიც კორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას.
„ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს, სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება,“ _ განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, კორონავირუსის პრევენციისთვის საზოგადოებამ და სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა უმუშაოს.
„მინდა თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში არის 100 ინფიცირებული და დაგვეწყო შიდა გადაცემა, მხოლოდ სამი შემთხვევა გვაქვს ამ შიდა გადაცემის, ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, სრულად აკონტროლებდა საზღვრებს მათ შორის კარანტინის ზონებით. ჩვენ ამ ინფიცირების იმპორტირების კონტროლს გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი რომელიც ეხება შიდა გადაცემას არის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველი. ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან უბრალოდ შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა როდესაც თანამშრომლობას სახელმწიფო ინსტიტუტებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორის თითოეულ წარმომადგენელს შორის აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა,“_ განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი განიკურნა.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.