საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 2020/2021 წლების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ქვეყანაში არსებული მდგომაროების გამო სალიცენზიო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა და შეუფერხებლად დასრულდა.

კერძოდ, განიხილეს უეფას 2020/2021წ.წ. სეზონისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხები და ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს. კერძოდ: უეფას ლიცენზია მიიღო ევროპის 2020/2021წწ. საკლუბო ტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა: „დინამო თბილისი“, „დინამო“ (ბათუმი), „საბურთალო“ (თბილისი), „ლოკომოტივი“ (თბილისი)
საგულისხმოა, რომ წელს პირველად გახორციელდა ქალთა ფეხბურთის კლუბების ლიცენზირება უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის და საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებულმა კლუბმა „ლანჩხუთმა“ წარმატებით გაიარა ლიცენზირების პროცესი და მიიღო შესაბამისი ლიცენზია.


































































