ეს „რჩევები“ უბრალოდ, წაიკითხეთ – ვინ იცის, იქნებ რამე რაციონალური და თქვენთვის მისაღები იპოვოთ. ხოლო, თუ გაითვალისწინებთ კიდეც, ცუდი ნამდვილად არ იქნება.
1. გახსოვდეთ – ქმარიც ადამიანია. შეიძლება, თავი მასაც სტკიოდეს, ჰქონდეს კრიტიკული მომენტები და „ჩავარდნები“ განწყობაში.
2. სანამ ქმარს შენიშვნას მისცემთ და საყვედურებით აიკლებთ, გაიხსენეთ საკუთარი შეცდომები და ჩვევები, რომლებიც, შესაძლოა, იმასაც აღიზიანებდეს.
3. არა უშავს, თუ ზოგჯერ მისი ნივთები უწესრიგოდ ყრია და ვერც ის შეაფასა ჯეროვნად, როგორი გულმოდგინებით დაუუთოეთ პერანგები. თქვენც ხომ არ აღფრთოვანდით მისი ნაჩუქარი სუნამოთი?!
გიყვართ, ხომ, დედა? – ზუსტად ასე უყვარს თავისი დედა თქვენს ქმარსაც. თუ მასზე კარგს არ ამბობთ, ცუდსაც ნუ იტყვით. თქვენი ქმარი, შესაძლოა, არ ლაპარაკობდეს დედიკოს მძიმე ხასიათზე, მაგრამ, ყველაფერს ხედავს (დააფასებს თქვენს სიჩუმესაც).
არ გალანძღოთ და არ გაჭოროთ ქმარი გარეშე პირებთან, ნათესავებთან და თუნდაც უახლოეს მეგობრებთან. თუ მასში რამე არ მოგწონთ, ნუ ეტყვით მოწმეების თანდასწრებით, უთხარით სკანდალისა და დამრიგებლური ტონის გარეშე. ნუ იქნებით მწვრთნელის როლში. გაწვრთნაზე ნუ იტყვით უარს, მაგრამ, ეს ფარულად გააკეთეთ – დაე, ეგონოს, რომ თქვენი წარმმართველი და მესაჭე თავად არის.
ავტორი