საქართველოს სახალხო დამცველმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონისა და თანხმლები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს სამართლებრივი შეფასება გაუგზავნა.
” შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული ცვლილებების შედეგად ადამიანის უფლებებზე, განსაკუთრებით კი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების და ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა მიმართ, შესაძლო უარყოფით გავლენაზე და ხაზგასმულია კანონმდებლობის გადახედვისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან”,_ აცხადებს სახალხო დამცველი.


































































