2018 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
მოსაზრებაში განხილულია ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობა სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში და მასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა.
ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. ის პოლიციას ცემაში ადანაშაულებს.
ამ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
imedinews.ge